კუდრინმა ყირიმის მიერთებით რუსეთის ეკონომიკის ზარალი 200 მილიარდ დოლარად შეაფასა

რუსეთის ეკონომიკის ჯამური ზარალი ყირიმის მიერთებით 3-4 წელიწადში 150-200 მილიარდ დოლარს შეადგენს, – ამის შესახებ რუსეთის ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა განაცხადა.
ყირიმის დაფინანსება წელიწადში 6-7 მილიარდ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ირიბ დანახარჯებს, ის 3-4 წელიწადში 150-200 მილიარდ დოლარია. ირიბ დანაკარგებში კუდრინმა საერთაშორისო სანქციები და მსოფლიოში რუსეთის ეკონომიკის მიმართ ნდობის დაკარგვა დაასახელა. მისი აზრით, რუსეთის ხელისუფლება პრიორიტეტს პოლიტიკურ მიზნებზე აკეთებს, ხოლო ეკონომიკური მიღწევები მეორე პლანზეა გადატანილი. ექსმინისტრი 2015 წელს ინვესტიციციების დონის კლებას და მომდევნო 5 წელიწადში რუსეთის ეკონომიკის სტაგნაციას პროგნოზირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები