რუსეთის მოქალაქეს კამბოჯაში სასამართლომ 28 წელი მიუსაჯა

რუს ტურისტ ქალს კამბოჯაში გრძელვადიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრაზილიიდან დიდი ოდენობით თხევადი კოკაინი გადაჰქონდა. ამის შესახებ The Pnom Penh Post იუწყება. 28 წლის ელისაბედ მაქსიმოვას პლასტიკურ ბოთლებში 5 კილოგრამი კოკაინი აღმოუჩინეს. პატიმრობის გარდა, მაქსიმოვას 12, 5 ათასი დოლარის ჯარიმა დაეკისრა. თავად მაქსიმოვა პროცესის მსვლელობისას აცხადებდა, რომ ბარგში ნარკოტიკების არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. მისი თქმით, კოკაინი მის მეგობარს – ნიგერიელ ჯოს ეკუთვნოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები