შავი ზღვის IX ჯაზფესტივალი 23-26 ივლისს გაიმართება

დღეს, „თი-ბი-სი გალერეაში“ შავი ზღვის ჯაზფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, „თი-ბი-სი“ ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და „ისთერნ პრომოუშენის“- დირექტორი გიორგი კერესელიძე უძღვებოდნენ. ღონისძიებაზე ცნობილი გახდა წლევანდელი, შავი ზღვის IX ჯაზფესტივალის მონაწილე უცხოელი შემსრულებლების ვინაობა. პრესკონფერენციაზე ასევე გამოცხადდა კონკურსი ყოველწლიური შავი ზღვის ჯაზფესტივალის არტ-ოსტერის შესაქმნელად, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, „თი-ბი-სი“ ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება – TBC STATUS-ი (ფესტივალის წარმომდგენი) აცხადებს. 23-26 ივლისს, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, რიგით IX შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი გაიმართება, რომელშიც, ტრადიციულად, მონაწილეობას მსოფლიო ვარსკვლავები მიიღებენ. ჯაზფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ: George Clinton Parliament Funkadelic, Liv Warfield feauturing the NGP Hornz, Lisa Stansfield, Snoop Dogg. კონცერტები ოთხი დღის განმავლობაში ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ჩატარდება. ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს, ფასიანი კონცერტების გარდა, საშუალება ექნებათ უფასოდ დაესწრონ „NEW YORK BRASS BAND“-ის კონცერტებს, რომელიც ბათუმის ბულვარში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, კლუბ Take Five-ში კონცერტებს გამართავს ასევე House Band-ი – ამერიკელ მუსიკოსებთან ერთად, კონცერტებს ნიუ- იორკში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი გიორგი მიქაძე გაუძღვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები