ხარკოვის მახლობლად, რკინიგზაზე ტერაქტი მოხდა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა სამშაბათს ხარკოვის მახლობლად რკინიგზის ხიდზე მომხდარ აფეთქებას დივერსიის კვალიფიკაცია მისცა. ამის შესახებ ხარკოვის ოლქის პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი. პროკურატურის ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ლიანდაგზე სატვირთო მატარებელი მოძრაობდა. აფეთქება მეხუთე და მეექვსე ვაგონებს შორის მოხდა. დაზიანებულია ლიანდაგი. ეს უკვე მეორე ასეთი შემთხვევაა ორი დღის განმავლობაში.
ორშაბათს ხარკოვში უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი  რეზერვუარი ააფეთქეს. არავინ დაშავებულა. წინა აფეთქებასაც დივერსიის კვალიფიკაცია მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები