სტამბოლის სასამართლო დარბაზში „ბოევიკებმა“ პროკურორი მძევლად აიყვანეს

სტამბოლის სასამართლო დარბაზში შეიარაღებული პირები შევარდნენ და სროლა ატეხეს. ამის შემდეგ თურქულმა ტელეარხმა NTV-მ ფოტოსურათები აჩვენა, სადაც ჩანს, რომ სასამართლოს დარბაზში ნიღბიანი პირი პროკურორს იარაღით ემუქრება და პისტოლეტს თავში უმიზნებს. პროკურორის სახელია მეჰმედ სელიმ კიაზი და ის 2013 წელს მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლების გამოძიებით იყო დაკავებული.
ბოლო ინფორმაციით, სასამართლოს შენობაში თურქეთის სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა. „ბოევიკები“ შტურმის შემთხვევაში პროკურორის მოკვლით იმუქრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები