კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი კახეთში გრძელდება

კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით, რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს მართავს. 3 აპრილს, 10:00 საათზე, თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში მოეწყობა კონფერენცია თემაზე: „საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები. პროცესები. პრიორიტეტები“.
კონფერენციას გაუძღვებიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და თვითმმართველ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერი – პლატონ კალმახელიძე. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ კახეთის რეგიონში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები, შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლები, საინიციატივო ჯგუფები და კულტურის სფეროთი დაინტერესებული პირები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები