ანიტა რაჭველიშვილისა და დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართება

5 აპრილს, 20:00 საათზე, რუსთაველის აკადემიური თეატრის მცირე დარბაზის სცენაზე ანიტა რაჭველიშვილისა და დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართება. საზოგადოებისთვის ცნობილ და საყვარელ ნაწარმოებებს შეასრულებენ მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი და ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი პიანისტი დავით ალადაშვილი. საღამოს გახსნის სამების საპატრიარქო გუნდი სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით. აგრეთვე, მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა საოპერო მომღერლები: მარიამ როინიშვილი და ნატალია ქუთათელაძე. პროექტის მიზანია აღადგინოს სალონური საღამოები. ბევრი დიდი ხელოვანის დებიუტი საქართველოსა თუ უცხოეთში, სწორედ სალონურ ატმოსფეროში შედგა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს კინოსა და თეატრის ისტორიის მუზეუმი წარმოადგენს ეკატერინე ჭავჭავაძის, მაკო საფაროვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის სალონების ამსახველი ისტორიული მასალების გამოფენას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები