ელგუჯა ბურდულის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

1 აპრილს, 13:00 საათზე კინოს სახლში, ცნობილი კინომსახიობის ელგუჯა ბურდულის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. საღამო მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალური სახელოსნოს და კინემატოგრაფისტთა კავშირის ძალისხმევით იმართება. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ელგუჯა ბურდულს მომავალ წელს 75 წელი უსრულდება და შემოქმედებითი საღამო ერთგვარი მოსამზადებელი ღონისძიებაა. დამსწრე საზოგადოება ელგუჯა ბურდულის მიერ შესრულებულ როლებს გაიხსენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები