„თი-ბი-სი გალერეაში“ შავი ზღვის ჯაზფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება
31 მარტს, 13:00 საათზე, „თი-ბი-სი გალერეაში“ გაიმართება შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია, რომელსაც გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, „თი-ბი-სი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და „ისთერნ პრომოუშენის“ დირექტორი გიორგი კერესელიძე. ღონისძიებაზე ცნობილი გახდება წლევანდელი, შავი ზღვის რიგით IX ჯაზფესტივალის მონაწილე უცხოელი შემსრულებლების ვინაობა. პრესკონფერენციაზე ასევე გამოცხადდება კონკურსი ყოველწლიური შავი ზღვის ჯაზფესტივალის არტპოსტერის შესაქმნელად, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, „თი-ბი-სი ბანკის“ პერსონალური საბანკო მომსახურება – TBC STATUS-ი (ფესტივალის წარმომდგენი) აცხადებს.