საქართველოს კინოთეატრებში ნუცა-ალექსი მესხიშვილის ფილმი „კრედიტის ლიმიტი“ გავა
2 აპრილიდან საქართველოს კინოთეატრებში ნუცა-ალექსი მესხიშვილის ფილმი „კრედიტის ლიმიტი“ გავა. ფილმის მთავარი გმირი, ნინო ერთ-ერთი იმათგანია, ვინც უზრუნველად ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში, დღეს კი, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ახალ ცხოვრებას ფეხს ვერ უწყობს. ის ყველა ღონეს ხმარობს, ადრინდელი ცხოვრების დონის შესანარჩუნებლად: ნინო პროცენტიან ვალებს იღებს, ერთი ვალის გასასტუმრებლად იღებს მეორეს და ნელ-ნელა ჩიხში შედის, საიდანაც უკან დასახევი გზა აღარ რჩება. ფილმის კინოპრემიერა ვენეციის 71-ე კინოფესტივალზე შედგა, პროგრამაში „ჰორიზონტები“. თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალზე, საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის ფილმს „ვერცხლის პრომეთე“ გადაეცა. ფილმში მონაწილეობენ: ნინო კასრაძე, ზანდა იოსელიანი, ანა ყაჭეიშვილი, ბაჩო ჩხეიძე, ნინო არსენიშვილი, თამარ მამულაშვილი, დავით დარჩია, გიორგი ყიფიანი, თათული დოლიძე, თამაზ თევზაძე, ლიზა კალანდაძე, ქეთი ცხაკაია.