ემანუილ რიუფოლის გამოფენა „SELF-DIRECTION“ გაიხსნება
3 აპრილის მწერალთა სახლში ფრანგი ფოტოგრაფისა და კინოხელოვანის ემანუილ რიუფოლის გამოფენა „SELF-DIRECTION“ გაიხსნება.
ემანუელ რიუფოლი ფრანგი ფოტოგრაფი და კინოხელოვანია. მან ფოტოგრაფობა 1988 წელს სამხრეთ ამერიკაში დაიწყო, როდესაც ბოლივიასა და პერუში მოგზაურობის დროს ემანუელს და მის გადამღებ ჯგუფს საშუალება ჰქონდათ ალაკულუფელი უკანასკნელი ინდიელები გადაეღოთ. ამ მოგზაურობას მოჰყვა მისი პირველი გამოფენა. ემანუელის ფოტონამუშევრები დღეს მრავალ ქვეყანაში იფინება. პარიზში მის ფოტოებს ისეთი გალერეები წარმოადგენენ, როგორიცაა: გალერი ობრეკამფი, პატრიკ ჰობეიკა და პერ რემი. 2000 წელს ემანუელ რიუფოლმა პარიზში, პერ ლაშეზის უბანში საკუთარი სტუდია -ატელიე-ლაბორატორია დაარსა. ეს არის მულტიდისციპლინარული სივრცე, რომელიც ბევრი გამოჩენლი ფრანგი თუ უცხოელი თანამედროვე ხელოვანის ნამუშევრებს წარმოადგენს. ემანუელ რიუფოლი 2013 წელს საქართველოში ჩამოვიდა მისი მეგობრისა და კოლეგის – სალომე ალექსის სადებიუტო ფილმზე სამუშაოდ. „კრედიტის ლიმიტის“ გადაღების პროცესითა და საქართველოთი შთაგონებულმა კიდევ რამდენიმე ხანი დაჰყო თბილისში, იმოგზაურა ხევსურეთში. გამოფენა „SELF-DIRECTION“ ამ მოგზაურობის ანაბეჭდია. გამოფენა 19 აპრილამდე გაგრძელდება.