საკრებულოში ზურაბ გომელაურის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

თბილისის საკრებულოს ფოიეში ზურაბ გომელაურის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობა “თბილისელის” ინიციატივითა და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მხარდაჭერით მოეწყო.
საკრებულოს ფოიეში ავტორის მიერ შექმნილი 30-მდე ზეთში და აკრილში შესრულებული ნამუშევარი გამოიფინა. ექსპოზიციაში ძველი ქართული სიმბოლიკა და ეროვნული ორნამენტი იყო წარმოდგენილი. მხატვარმა გამოფენა გაზაფხულს მიუძღვნა.
გამოფენას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები და მოწვეული სტუმრები.

10361461_1080971791918810_5112505778098373475_n

10928851_1080971871918802_6768091268086114178_n

11010958_1080971615252161_4907822336205119426_n

11102749_1080971708585485_7582457931996810965_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები