თბილისის „ივენთ ჰოლში“ სახელოვანი მომღერლის გიული ჩოხელის საიუბილეო საღამო გაიმართება

28 მარტს, 20:00 საათზე თბილისის „ივენთ ჰოლში“ სახელოვანი მომღერლის გიული ჩოხელის საიუბილეო საღამო გაიმართება და მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება. კონცერტზე შესრულდება სიმღერები გიული ჩოხელის რეპერტუარიდან. კომპოზიციების ახლებური ვერსიების ავტორი, კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მაზანაშვილია. კონცეტრში მონაწილეობენ: გიული ჩოხელი, გულიკო ჭანტურია, მერაბ სეფაშვილი, ეკა მამალაძე, ნეკა სებისკვერაძე, მაკა ზამბახიძე, დათო გომართელი, სოფო გელოვანი, სოფო ბედია, მარიკო ებრალიძე, ლევან მასპინძელაშვილი, თიკო ანდღულაძე, ელენე კალანდაძე, ანსამბლი „დიელო“, თეატრალურის კვარტეტი და დავით მაზანაშვილის ორკესტრი. საიუბილეო საღამო თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრის ინიციატივით ტარდება. პროექტის ხელმძღვანელები ნია ბახტაძე და ირაკლი ლობჟანიძე არიან. ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიების ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს კულტურის პალატა. გიული ჩოხელის ღვაწლი და დამსახურება მნიშვნელოვანია ქართული და ყოფილი საბჭოთა კავშირის საესტრადო ხელოვნების განვითარებაში. გიული ჩოხელი არის პირველი ქართველი ჯაზის მომღერალი,რომელმაც შესრულების თამამი და დახვეწილი მანერით, გასული საუკუნის 50-60-იან წლებში ერთგვარი გადატრიალება მოახდინა საბჭოთა კავშირის ე.წ. კომერციულ მუსიკალურ სამყაროში. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ჯაზურ კომპოზიციებთან ერთად გიული ჩოხელი პირველი შემსრულებელია არაერთ ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა სიმღერებისა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები