თბილისს ლატვიელი რეჟისორი, მსახიობი, პროდიუსერი და სცენოგრაფი ალვის ჰერმანისი ეწვევა
1 აპრილს თბილისს ცნობილი ლატვიელი რეჟისორი, მსახიობი, პროდიუსერი და სცენოგრაფი ალვის ჰერმანისი ეწვევა და ალექსადნრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში სპექტაკლ „ხანგრძლივ ცხოვრებას“ წარმოადგენს. პროექტი, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრსა და სოლიდარობის ფონდს შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება და გაყიდული ბოლეთებიდან შემოსული თანხა სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება. პროექტი ხორციელდება ლატვიის საელჩოსა და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ლატვიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია „ხელოვნებისა და კულტურათაშორისო დიალოგის საერთაშორისო ფონდი“.