„ყური უგდე საქართველოს“ – პირველი ღია საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი-კონკურსი გაიმართება

29 მარტს, 13:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ტარდება პირველი ღია საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი-კონკურსი „ყური უგდე საქართველოს“. კონკურსში, სხვა ანსამბლებთან და ინდივიდუალურ შემსრულებლებთან ერთად, მონაწილეობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები, შემოქმედებითი კოლექტივები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან.
კონკურსის ორგანიზატორია „კავკასიის საერთაშორისო ფესტივალების ასოციაცია“ და ფონდი „მრავალჟამიერი“. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო, იუნესკოს ცეკვის საერთაშორისო საბჭოს (CID) თბილისის სექცია, სტუდია „არაგვიანი“, საქართველოს ტექენიკური უნივერსიტეტი. აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებულები 2015 წლის ივნისის ბოლოს მონაწილეობას მიიღებენ გალაკონცერტში – „ჩემი საქართველო აქ არის“! ამ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ, აგრეთვე, საზღვარგარეთ არსებული ქართული დიასპორების შემოქმედებითი კოლექტივები. მათთვის გაიმართება ექსკურსიები, შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან, მასტერკლასები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები