გურამ დოჩანაშვილის საღამო ზუგდიდის კულტურის სახლში გაიმართა

მწერალ გურამ დოჩანაშვილს 76 წლის იუბილე ზუგდიდში გადაუხადეს. მწერლის საღამო ზუგდიდის კულტურის სახლში გაიმართა. სცენაზე ასულმა დოჩანაშვილმა ზუგდიდელ მკითხველებს საიდუმლო გაანდო და სიურპრიზად უთხრა, რომ უახლოეს მომავალში ახალ ნაწარმოებს დაასრულებს. გურამ დოჩანაშვილს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის სახელით მაღალპოლიგრაფიული გამოცემა „დადიანები“ გადაეცა. გურამ დოჩანაშვილის საიბილეო საღამოს ორგანიზატორები იყვნენ: საინიციატივო ჯგუფი „ვიზრუნოთ პატარებზე“, კულტურის ცენტრი „ოდიში“ და შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები