საჯარო ლექცია – „ანდრეი რუბლიოვი – ცხოვრება და იდეალი“

კინოეპიზოდების ჩვენებით გაიმართება 1 აპრილს, 19:00 საათზე მწერალთა სახლის ციკლიდან „საუბრები ხელოვნებაზე“, კინორეჟისორ სანდრო ჯანდიერის საჯარო ლექცია – „ანდრეი რუბლიოვი – ცხოვრება და იდეალი“.
ანდრეი რუბლიოვი – ტარკოვსკის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი – ეპიკური ჟანრის კინონაწარმოებია, რომელიც აღწერს რუსი ხატმწერის – რუბლიოვის მოგზაურობას მე-15 საუკუნის რუსეთში. ამავე დროს, ეს არის მოგზაურობა ანდრეის, როგორც ხელოვანის სულიერ სამყაროში, სადაც ტარკოვსკის შემოქმედების ცენტრალური თემებია გაშლილი: ყოველდღიურობა და აღმაფრენა, ისტორია და ძალადობა, რწმენა და ეჭვი, ხელოვნების არსი და ბუნებრივი სილამაზის სიყვარული. ამ სამყაროსთან ჭიდილში აღმოჩნდება ანდრეი – ადამიანი, ბერი და მოგზაური, რომელიც ხელოვნების ახალ ფორმებს და შემოქმედებით ძალას ეძებს, რათა დაბრუნდეს რადონეჟის სამების ტაძარში და შექმნას ცნობილი „ტროიცა“ – ფრესკა, რომელიც მისი შემოქმედების მწვერვალი გახდება. შეიძლება ითქვას „ანდრეი რუბლიოვი“, ტარკოვსკის ერთ-ერთი განსაკუთრებული ფილმია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები