თანამედროვე ქართველი მხატვრები – მსახიობის სიცოცხლისთვის

31 მარტს, 18 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის საგამოფენო სივრცეში ქართველი თანამედროვე მხატვრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა „თანამედროვე ქართველი მხატვრები – მსახიობის სიცოცხლისთვის“ გაიმართება.
ახალგაზრდა მსახიობს ვეკო ბუჩუკურს დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია. საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას ქალაქ სტამბოლში (თურქეთი). ქართველი მხატვრები (გია ჯაფარიძე, ზურა გომელაური, შოთა გლურჯიძე, სიმონ მაჩაბელი, მამუკა ტყეშელაშვილი, მედეა კეიდია, ნინო ჩიტაიშვილი, რამაზ ყაზიშვილი, ირმა არჩვაძე, ხატია აფციაური, ნინო ჩაჩუა, თამარ ამბოკაძე, სოფო ქორიძე, მედეა ყირიმელი და სხვები) და ახალგაზრდა შემოქმედები ერთიანდებიან ვეკო ბუჩუკურის სიცოცხლის გადასარჩენად. გამოფენაზე გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული თანხა მთლიანად ჩაირიცხება ვეკო ბუჩუკურის დახმარების ფონდში. შეიძინეთ თანამედროვე მხატვრების თუნდაც ერთი ნამუშევარი და გადაარჩინეთ ახალგაზრდა მსახიობის სიცოცხლე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები