კადეტებისთვის ფილმის – „მე დავბრუნდები“ ჩვენება გაიმართა

„ჯარის მეგობართა საზოგადოების“ პროექტის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებისთვის კინოჩვენებები გრძელდება. გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ფილმის – ,,მე დავბრუნდები” ჩვენება გაიმართა. სამინისტროს ცნობით, ჩვენებას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირად შემადგენლობასთან ერთად, ფილმის დამდგმელი რეჟისორი მერაბ თავაძე დაესწრო. ფილმის დასრულების შემდეგ რეჟისორმა ახალგაზრდების კითხვებსაც უპასუხა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ქვედანაყოფებში ფილმების ჩვენება თავდაცვის სამინისტროსა და კინოცენტრს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. სამხედრო მოსამსახურეებისთვის მსგავსი ტიპის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები მომავალშიც იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები