DEEP-ის სამუშაო ჯგუფის ვიზიტი დასრულდა

ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა ვიზიტის დასასრულს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებთან გამართეს შეხვედრა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჟან დან-დურანის ხელმძღვანელობით, DEEP-ის ჯგუფი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გოჩა რატიანმა მიიღო. სტუმრებმა ქართულ მხარესთან წლიური პროგრამა მიმოიხილეს და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.
“გოჩა რატიანმა DEEP-ის წარმომადგენლებს თავდაცვის სისტემის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საქმეში აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. დღესვე, DEEP-ის სამუშაო ჯგუფის წევრებმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართეს. მხარეებმა 2015-2016 სასწავლო წლისათვის კონკრეტული ღონისძიებები დაგეგმეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს სამხედრო ინსტრუქტორებისა და აკადემიური პერსონალის გადამზადება, მეთოდოლოგიის შემუშავება, აქტიური სწავლების მეთოდების დანერგვა და აკადემიის ადმინისტრაციული პერსონალისათვის გამოცდილების გაზიარება იგეგმება. მათ სერჟანტთა მომზადების ცენტრში განხორციელებული სამუშაოები შეაფასეს და ქართველ კოლეგებს ტრანსფორმაციის პროცესში გამოვლენილი პრობლემების დაძლევის შესახებ რეკომენდაციები გაუწიეს. საქართველოში DEEP-ის სამუშაო ჯგუფი ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანს სამხედრო განათლების გაუმჯობესების მხარდაჭერა, სერჟანტთა მომზადების ცენტრში ნატოს მიერ შემოთავაზებულ სასწავლო პროგრამების ოთხსაფეხურიან განათლების სისტემაზე გადაწყობის პროცესის შეფასება წარმოადგენდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები