პირველად კლუბ „ზაზანოვაში“ ჯგუფ „კანუდოსის“ კონცერტი გაიმართება

29 მარტს, 21:00 საათზე პირველად კლუბ „ზაზანოვაში“ ჯგუფ „კანუდოსის“ კონცერტი გაიმართება. მუსიკოსები გორიდან არიან, საკუთარ ორიგინალურ კომპოზიციებს ასრულებენ და უკვე საკმაოდ პოპულარობით სარგებლობენ ინტერნეტსივცეში. თბილისში ეს მათი დებიუტი იქნება. „საოცრად ნიჭიერი მუსიკოსები არიან. ჩემთვის და ზაზა მარჯანიშვილისთვის ეს ჯგუფი ნამდვილი აღმოჩენაა. გვინდა ხელი შევუწყოთ მათ და თბილისში პირველი კონცერტის ჩასატარებლად სწორედ „ზაზანოვას“ სივრცე დავუთმეთ“,- ამბობს სალონ-რესტორან „ზაზანოვას“ მფლობელი მარინა სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები