თავდაცვის სამინისტროში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

 

საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იმყოფება. დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გოჩა რატიანმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური და უსაფრთხოების კომიტეტის, ტრანსფორმაციისა და განვითარების ქვეკომიტეტისა და ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრები მიიღეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს წვლილი განიხილეს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსაც შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება ნატოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში პარტნიორი ქვეყნების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას დაეთმო.
საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები მთავრობის, დიპლომატიური მისიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები