საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების I ეროვნული კონკურსი

15 მარტს საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების პირველი ეროვნული კონკურსი გაიხსნა, რომლის პირველი (შესარჩევი) ტური წარმატებით ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. სულ 260 კოლექტივი დაფიქსირდა. პირველი საკონკურსო ტურის შედეგად მეორე ტურში 183 საგუნდო კოლექტივი გადავიდა, მათგან აკადემიური სიმღერის კატეგორიაში – 71, ქართული ხალხური სიმღერის კატეგორიაში- 85, ხოლო ქართული გალობის კატეგორიაში – 27. კონკურსის II, ფინალური ტური 28-29 მარტს 11:00 საათზე თბილისში ჩატარდება. საკონკურსო ცენტრებია: ბერძენიშვილის სახ. კულტურის ცენტრი „მუზა’“ – აკადემიური სიმღერის კატეგორიაში, და ბავშვთა ფოლკლორის საერთაშორისო ცენტრი („არტოს ბაღი“) ფოლკლორისა და გალობის კატეგორიაში.
კონკურსის ორგანიზატორები არიან: საქართველოს საგუნდო საზოგადოება, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი. კონკურსის მიზნებია: აკადემიური საგუნდო სიმღერის პოპულარიზაცია; ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა; ქართველი კომპოზიტორების შემოქმედების პოპულარიზაცია; ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა და მონიტორინგი. კონკურსს მხარს უჭერს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ქალაქ თბილისის მერია, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი. კონკურსი ტარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით. 30 მარტს, 18:00 სააათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩატარდება გალაკონცერტი, სადაც გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები