ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო თეატრი პრემიერისათვის ემზადება

27-28 მარტს ფოთის თეატრში პრემიერა გაიმართება. ბერტოლდ ბრეხტის პიესა „დედა კურაჟი და მისი შვილები“, რომელიც მე-20 საუკუნის საუკეთესო ანტიმილიტარისტულ ნაწარმოებად ითვლება, ფოთის თეატრის სცენაზე ავსტრიელმა რეჟისორმა რეინჰარდ აუერმა დადგა. წარმოდგენის მთავარი სათქმელი ის არის, რომ ომი საშინელებაა, რომელიც აუცილებლად უნდა დასრულდეს.
სპექტაკლში ფოთის თეატრალური დასის თითქმის მთელი შემადგენლობა არის დაკავებული: ნიარა ჭიჭინაძე, გია სურმავა, სანდრო გუჯაბიძე, თამუნა ჭუბაბრია, რამინ კილასონია, მარტინ ღამბარაშვილი, ნინო გოშაძე, გიორგი ჯანყარაშვილი, ნოდარ ბჟალავა, მაია კულუა, შოთა სასანია, თეიმურაზ გოგინავა, გენადი შონია, ჯანო იზორია და გუჯა ქარაია.
სპექტაკლის დამდგმელი მხატვარი ჯანიკო დანელიაა. 126- წლიანი ფოთის თეატრი წარმატებულად განაგრძობს თეატრალური პროექტების განხორციელებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები