ღონისძიება „ფილმებად ქცეული წიგნები“ გაიმართება

27 მარტს, 18:00 საათზე თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტი, პირველი კორპუსის 317-ე აუდიტორიაში წარმოადგენს ღონისძიებას „ფილმებად ქცეული წიგნები“. მოწვეული სტუმრები იქნებიან კინომცოდნე ალექსანდრე ლორთქიფანიძე და თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ლექტორი ოლიკო ჟღენტი. ღონისძიებაზე განხილული იქნება ნაწარმოებები: „ნატვრის ხე“, „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, „მებრძოლთა კლუბი“, „ბეჭდების მბრძანებელი“ და „მექანიკური ფორთოხალი“. ღონისძიება ინტერაქციული ხასიათის იქნება და ბოლო ნაწილი დაეთმობა წიგნების გათამაშებას. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები