ფილმის – „Party Girl“ ჩვენება გაიმართება

28 მარტს, 19:00 საათზე, „ფრონტლაინ ჯორჯია კლუბში“ ნაჩვენები იქნება მარი ამაშუკელის, კლერ ბერჟერის და სამუელ თეის 2014 წელს გადაღებული ფილმი – „Party Girl“. ფილმმა 2014 წლის კანის კინოფესტივალზე ორი ჯილდო მოიპოვა: ოქროს კამერა და განსაკუთრებული ხედვის პრიზი. ამავე წელს „Party Girl“ ნაჩვენები იყო თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფილმი დაფუძნებულია სამუელ თეის დედის, ანჟელიკ ლიცენბურგერის ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულ ამბავზე და მოგვითხრობს ასაკში შესულ, კლუბების მოყვარულ ქალზე, რომელიც ოჯახის შექმნას გადაწყვეტს. მთავარ როლს თავად ანჟელიკ ლიცენბურგერი ასრულებს. ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულ ენაზე, ქართული სუბტიტრებით. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები