მსოფლიო თეატრის დღეს აღნიშნავს

27 მარტს მსოფლიო თეატრის დღეს აღნიშნავს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრთან ერთად, ტრადიციულად ეხმიანება 1961 წლიდან ამოქმედებულ ინიციატივას და 27 მარტს, 19:00 საათზე, ილიაუნის აუდიტორია D301-ში, თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მსოფლიოში ცნობილი პოლონელი რეჟისორის კშიშტოფ ვარლიკოვსკის წლევანდელ გზავნილს წაიკითხავენ. აგრეთვე, ნაჩვენები იქნება მის მიერ ებრაული დრამატურგიის განვითარების ისტორიაში გამორჩეული დრამატურგის – ხანოხ ლევინის პიესის მიხედვით დადგმული წარმოდგენის „კრუმ“ ვიდეოჩანაწერი (168 წუთი). დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები