თვითნასწავლი ლაზი მხატვრის ხასან ჰელიმიშის რესტავრირებული ნახატების გამოფენა გაიმართება

30 მარტს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში, თვითნასწავლი ლაზი მხატვრის ხასან ჰელიმიშის რესტავრირებული ნახატების გამოფენა გაიმართება. აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაციის“ ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ რესტავრაცია ჩაუტარა ხასან ჰელიმიშის 25 ნამუშევარს და გარე ჩარჩო შეუცვალა 30 ნამუშევარს. პროექტის ღირებულება შეადგენს 19 700 ლარს.
ხასან ჰელიმიში xx საუკუნეში მოღვაწე ლაზი წარმოშობის პოეტი და თვითნასწავლი მხატვარი იყო. მისი შემოქმედება განსხვავებულია აკადემიური ფერწერისგან. იგი გვერდს უვლიდა კლასიკური ხატვის კანონებს. მას საკუთარი ინდივიდუალური სამყარო ჰქონდა, რომელსაც ნახატებით გადმოსცემდა. სიუჟეტები ძირითადად ჰელიმიშის გარემო ატმოსფეროს გადმოგვცემს. გამოფენას დაესწრებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები