ინკლუზიური და ინტეგრირებული ბავშვების თეატრალური დასი „ცისარტყელა“ სპექტაკლის პრემიერას გამართავს

დღეს, 17:00 საათზე, ბათუმში, ბონის კულტურის სახლში, ინკლუზიური და ინტეგრირებული ბავშვების თეატრალური დასის „ცისარტყელა“ სპექტაკლი „ჩხიკვთა ქორწილი“ პრემიერა გაიმართება. სპექტაკლის რეჟისორი ნიკა ტუღუშია. „სპექტაკლი კოსტიუმირებულია და სანახაობრივად საინტერესო და კარგია. რაც მთავარია, ის ბავშვებთან და გაზაფხულთან ასოცირდება“, – ამბობს სპექტაკლის რეჟისორი.
სპექტაკლთან ერთად გაიმართება სპექტაკლში მონაწილე ბავშვების მიერ შესრულებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. თეატრალური დასი „ცისარტყელა“ ბათუმის 6 საჯარო სკოლაში 2007 წელს ჩამოყალიბდა, რომლის ხელმძღვანელი, ამავე სკოლის პედაგოგი მანანა მაჩალაძეა. სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.

11088164_830443737004680_1509017382_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები