„პრინცესა, ბაყაყი, ჰენზელი და გრეტელი“ -სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

28 მარტს, 12:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში, ძმები გრიმების ზღაპრების მიხედვით დადგმული სპექტაკლის – „პრინცესა, ბაყაყი, ჰენზელი და გრეტელი“ პრემიერაა. სპექტაკლი რუსულ ენაზე გაიმართება. ინსცენირების ავტორები დიმიტრი ხვთისიაშვილი და მანანა გეგეჭკორი არიან, თარგმანი მანანა გეგეჭკორს ეკუთვნის, მხატვარი ნინო ჩიტაიშვილია, ქორეოგრაფი ანანო სამსონაძეა, მუსიკალური გაფორმება ალექსანდრა ლორთქიფანიძეს ეკუთვნის. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ტატიანა ალიოშკინა, ნინო მანაგაძე, ნინო მუმლაძე, თამარ ცქვიტინიძე, ედმონ გაბედავა, სერგეი შვედკოვი. მაყურებელს სპექტაკლის ნახვა შეუძლია აგრეთვე 29 და 31 მარტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები