შვეიცარიელი მწერალი ანკა ვისდეი თბილისს ეწვია

შვეიცარიელი მწერალი ანკა ვისდეი თბილისს, 24-დან 28 მარტის ჩათვლით, ფრანკოფონიის თვის ფარგლებში ეწვია. ანკა ვისდეი მკითხველებს ორი ღონისძიების ფარგლებში შეხვდება: 26 მარტს, 17:30 საათზე ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში „ყავა და ლიტერატურის“ ფარგლებში, რომელზეც ისაუბრებს თავის ნაწარმოებზე, ასევე მისი პიესების ქართულ თარგმანზე. საუბარი წარიმართება ფრანგულ ენაზე. ხოლო 27 მარტს, 18 საათზე ილიაუნის თეატრში, ანკა ვისდეი წარადგენს თავის ბოლო ნამუშევარს „ჟან ანუი – ბიოგრაფია“, რომლის შემდეგაც წარმოდგენილი იქნება ჟან ანუის პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „ანტიგონე“. სპექტაკლი გაიმართება ქართულ ენაზე ინგლისური სუბ-ტიტრებით. სპექტაკლის ბილეთები თეატრის სალაროში იყიდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები