„ანეულის“ ახალი ნომრის წარდგინებამ წარმატებით ჩაიარა -ფოტოკოლაჟი

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში (დირექტორი ნანა ელიზბარაშვილი) გაიმართა ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულის“ ახალი ნომრის წარდგინება. ჟურნალი 2013 წელს დააარსა პოეტმა და პუბლიცისტმა თამარ შაიშმელაშვილმა და უკვე 8 ნომერი გამოიცა. ჟურნალი აგრძელებს ქართული მაგისტრალური მწერლობის ტრადიციებს. სიტყვა „ანეული“ გაზაფხულის ხნულს ნიშნავს და ქართულ ლიტერატურაში იმ ხნულის გავლებას ისახავს მიზნად, საიდანაც მკითხველმა სულიერი საზრდო უნდა მიიღოს.11049491_862413757150978_3291495705440124075_n
წარდგინებაზე სიტყვით გამოვიდნენ ჟურნალის ავტორები, მკითხველები, სარედაქციო ჯგუფის წევრები: თამაზ ხმალაძე, თემურ ჩალაბაშვილი, ჯუმბერ ჯიშკარიანი, თამარ მიქაძე, ივანე ჯაფარიძე, მაია ცერცვაძე, ლეილა ქიტოშვილი-სახლთხუციშვილი, ნუგზარ ჭიაბერაშვილი, გიორგი მელუა… ლექსები წაიკითხეს: ზურაბ ჯოხარიძემ, გაგა გომართელმა, ედუარდ უგულავამ, ლევან ალავერდაშვილმა, თამარ ლომიძემ, თორნიკე გოგნიაშვილმა, ლელა თოთაძემ, დავით არახამიამ, მარიკა ორჯონიკიძემ, ნათელა გოხელაშვილმა და სხვებმა.
აღსანიშნავია, რომ „ანეულთან“ არსებობს რევაზ ინანიშვილის სახელობის ერთი მოთხრობის კონკურსი, რომელიც უკვე ხუთჯერ ჩატარდა. წარდგინებას ესწრებოდა რევაზ ინანიშვილის მეუღლე, ქალბატონი როზა ინანიშვილი.
საღამოს უძღვებოდა პოეტი ჯუბა ღებელი, მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს ახალგაზრდა მუსიკოსებმა: ნინო სამნიაშვილმა და სალომე ლომიძემ, ასევე ახალგაზრდა, ნიჭიერმა ხელოვანმა ლიზი ბუდაღაშვილმა.
ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულის “ სარედაქციო ჯგუფში ერთიანდებიან: თამარ შაიშმელაშვილი – მთავარი რედაქტორი, პოეტი და პუბლიცისტი; თამარ მიქაძე – დიმიტრი ყიფიანის შთამომავალი, მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; ლეილა ქიტოშვილი-სახლთხუციშვილი – ფილოლოგი და მწერალი; თემურ ჩალაბაშვილი – პოეტი; მანანა ჩიტიშვილი – პოეტი; ნინო ჩხიკვიშვილი – კრიტიკოსი და მწერალი; თამაზ ხმალაძე – მწერალი; ივანე ჯაფარიძე – ცნობილი ჟურნალისტი და ქველმოქმედი; სოფიო ჯაფარიძე – პასუხისმგებელი რედაქტორი; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; ჯუმბერ ჯიშკარიანი – ცნობილი სპელეოლოგი და მწერალი; ჯუბა ღებელი – პოეტი, რეჟისორი და ქველმოქმედი.
მიუხედავად ლიტერატურულ წრეებში აღიარებისა და წარმატებისა, „ანეული” წელსაც დაფინანასების გარეშე დარჩა. სარედაქციო ჯგუფს ამ მძიმე ეკონომიკურ პერიოდში საკუთარი სახსრებით უწევს მისი გამოცემა.

10152453_862414120484275_2903599913949264175_n

10606515_862413980484289_728240378676822897_n

10849993_862413840484303_6506221009727080435_n

10924799_862413907150963_6577219496665711340_n

10928829_862414037150950_138466679181468551_n

11062718_862413867150967_8856419141644063783_n

11091308_862414070484280_6612288645939632046_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები