დანიელ პენაკის წიგნის „სკოლის სევდა“ პრეზენტაცია გაიმართება

27 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია „დიოგენეში“ დანიელ პენაკის წიგნის „სკოლის სევდა“ პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი ავტობიოგრაფიულია და პენაკის ცხოვრების იმ პერიოდებზე მოგვითხრობს, რომლებიც მან სკოლაში გაატარა, ჯერ როგორც წარუმატებელმა მოსწავლემ და შემდეგ – როგორც წარმატებულმა მასწავლებელმა. პრეზენტაციაზე საშუალება გექნებათ, შეხვდეთ წიგნის მთარგმნელს მერაბ ფიფიას და რედაქტორებს – მარინა სარალიძესა და სოლომონ ნოზაძეს. ისინი ისაუბრებენ წიგნის და ავტორის შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ წიგნი 25%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები