საბავშვო მუსიკალური ზღაპრის „პეპის მოგზაურობა 2“ წარმოდგენა გაიმართება

28 მარტს, 15: 00 საათზე, ბათუმის ხელოვნების ცენტრში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი და ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი საბავშვო მუსიკალურ ზღაპარს „პეპის მოგზაურობა 2“ წარმოადგენს. პიესის ავტორი და რეჟისორი ზურაბ ქავთარაძეა. სპექტაკლში ნინო კახიძე, ირაკლი გვარჯალაძე, ეკენე მეხეშიძე, პაატა ფაცია და ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის მოსამზადებელი ჯგუფის აღსაზრდელები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები