თამაზ გაბისონია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – „ქართული სიმღერა-გალობის ფენომენი“

27 მარტს, 16:00 საათზე ილიაუნის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტის – „ახალი განმანათლებლობა“ – ფარგლებში, ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – „ქართული სიმღერა-გალობის ფენომენი“. ილიაუნის პროექტი – „ახალი განმანათლებლობა“ – ითვალისწინებს სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის საჯარო ლექციების კურსს. კურსისთვის შერჩეულია საზოგადოებრივ-გლობალურ საკითხებთან დაკავშირებული თემები, რომლებიც ფარავს სამეცნიერო აღმოჩენებს და ტექნოლოგიურ მიღწევებს, კულტურას, განათლებას, პოლიტიკას და გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებს. ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები კითხულობენ. ლექციების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას ეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს თემატურ დისკუსიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები