თამარ მეფის კუთვნილი სახარების პრეზენტაცია ყდის რესტავრაციის შემდეგ

27 მარტს, 13:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი თამარ მეფის კუთვნილ ეგრეთ წოდებულ „ვანის ოთხთავს“ ახალი, რესტავრირებული ყდით წარმოადგენს. 2014 წელს, ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრის, ადვოკატ ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, ცენტრის რესტავრაციისა და კონსერვაციის ლაბორატორიის თანამშრომლების მიერ მოხდა „ვანის ოთხთავის“ ყდის შეცვლა, ვინაიდან 70-იან წლებში არასწორი ტექნიკით შესრულებული ყდა იწვევდა ხელნაწერის დაზიანებას. პრეზენტაციაზე ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში რამდენიმე საათით გამოიფინება ხელნაწერი და საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, ნახოს ყდის ძველი და ახალი მდგომარეობა, შეაფასოს შესრულებული სამუშაო.
ვანის სახარება მეფე თამარისათვის მისივე დაკვეთით შეიქმნა. გაფორმების ხარისხითა და შესრულებით იგი ერთ-ერთი უპირველესთაგანია და გამორჩეული „საზეიმო“ ხელნაწერებს შორის. გადაწერილია მაღალი ხარისხის თეთრ ეტრატზე ნუსხურით, უხვადაა გამოყენებული ოქრომელანი. შემკულია მდიდრული კამარებით, თავსამკაულებით, სახარებათა თავების დასაწყისში წარმოდგენილია ორიარუსიანი მინიატიურები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები