გამოფენა „სამოსელი პირველი” გაიხსნება

26 მარტს, 19:00 საათზე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გამოფენა „სამოსელი პირველი” გაიხსნება. „გალერეაში”, ქალის, მამაკაცისა და ბავშვის სამოსელთან ერთად, გამოიფინება აქსესუარები: ჩოხის მასრები, ხანჯლები და სატევრები, ქალისა და მამაკაცის სარტყლები, საფულეები, ქისები, ქალისა და მამაკაცის სამოსის შესატყვისი ფეხსაცმელი, ჩექმა და სხვა. ექსპოზიცია ამავე დარბაზში წინა თვეში მოწყობილი გამოფენის გაგრძელებაა – „ძველი ტრადიციული სამოსი” და გვიჩვენებს, როგორ აისახება და როგორ ხდება საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსის ტრანსფორმაცია თანამედროვეობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები