საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ პაატა ბურჭულაძეს უმასპინძლებს

27 მარტს, 14:00 საათზე საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ მსოფლიო ბანს პაატა ბურჭულაძეს უმასპინძლებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა- თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა–კურთხევით, პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ თაოსნობით თბილისში, მახათას მთაზე დაიწყო ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის აგება. მშენებლობისათვის დაფუძნდა სპეციალური ფონდი – „ივერიისა“. ეს მშენებლობა გამოირჩევა იმით, რომ ტაძარი შენდება არა რომელიმე ბიზნესმენის, ან კერძო პირის დაფინანსებით, არამედ სრულიად საქართველოს ერთიანობითა და თანასწორობით. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები