დუბლინში ფესტივალზე ქართული ხალხური ცეკვები წარმოადგინეს

დუბლინში ტრადიციული ცეკვების ფესტივალი – „Intercultural Traditional Dance Festival“ გაიმართა. ღონისძიება ქალაქ დუბლინის საბჭოს, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს და ქართული დიასპორის ორგანიზებით წელს მეორედ ჩატარდა. ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორია წარმოდგენილი. ფესტივალზე ქართული ცეკვები დუბლინში მოქმედმა ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „National Rhythm of Georgia“-მ წარმოადგინა. ანსამბლის მიერ შესრულებულმა ცეკვებმა – „კავკასიური“ და „აჭარული“ ფესტივალის მონაწილეებისა და მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ფესტივალს ირლანდიაში დუბლინის ვიცე ლორდ-მერი ლარი ო’ტული, ქალაქ დუბლინის საბჭოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფესტივალს გასულ წელს, დუბლინში ქართული დიასპორის წარმომადგენლის, ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლის „National Rhythm of Georgia“ ხელმძღვანელის – ლაშა საბაშვილის ინიაციტივით ჩაეყარა საფუძველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები