საბალეტო ხელოვნების სკოლის მოცეკვავეები საერთაშორისო საბალეტო ფესტივალზე მიემგზავრებიან

25 მარტიდან 1 აპრილამდე პატარა ბალერინები საერთაშორისო საბალეტო ფესტივალებზე იტალიაში მიემგზავრებიან. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის ოთხ წარჩინებულ მოსწავლეს ფესტივალზე პარტნიორობას თბილისის ოპერის საბალეტო დასის მოცეკვავეები გაუწევენ. საჩვენებელი კონცერტი, ერთმოქმედებიანი ბალეტების პროგრამა მათ გუშინ გრიბოედოვის თეატრში წარმოადგინეს. საღამო ირჟი კალიანის პეტიტ მორტით დაასრულეს და მაყურებლის ოვაცია დაიმსახურეს. პროგრამა ნინო ანანიაშვილის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ევროპული ტური 1-დან 9 აპრილამდე რუმინეთში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები