აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძესთან შეხვედრა გაიმართება
25 მარტს, 18:00 საათზე საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით და CDD-ს საინიციატივო ჯგუფის – „ხელოვნება მშვიდობისთვის“ (CDD „ART FOR PEACE“) თანადგომით – გაიმართება შეხვედრა აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძესთან თემაზე: „რამ გადაგვარჩინა?!“
მსოფლიო მნიშვნელობის ქართველი მეცნიერი მარიამ ლორთქიფანიძე ისაუბრებს საქართველოს წარსულზე, დღევანდელობასა და მომავალზე. დასწრება თავისუფალია.