მწერალთა სახლში თემურ ცერცვაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

ხვალ, 23 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში პოეტ თემურ ცერცვაძის შემოქმედებითი საღამო – „ცეცხლის ზეიმი“ გაიმართება.
როგორც ავტორმა „კვირას“ განუცხადა, „ცეცხლის ზეიმი“ მისი მომდევნო წიგნის სათაურია, რომელიც მალე გამოვა. პოეტი შემოქმედებით საღამოზე თავის ოთხ კრებულს შეაჯამებს, სიყვარულზე დაწერილ ლექსებს წაიკითხავს და საღამოს ქალბატონებს მიუძღვნის.
პოეტ თემურ ცერცვაძის აქამდე გამოცემული სულ 4 პოეტური და პროზაული კრებული არსებობს. ესენია: „მარადიული ლტოლვა“, „მეორე სიცოცხლე“, „გვირგვინოსანი ანი ხელოვნება შუქების ანთებისა“ და „გვირგვინოსანი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები