კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება
კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით, რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს მართავს.
კულტურის სამინისტროს ცნობით, ამ წუთებში ანაკლიაში, მიმდინარეობს კონფერენცია თემაზე „საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები. პროცესები. პრიორიტეტები“. კონფერენციას უძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულ-გუბერნატორი – ლევან შონია. კონფერენციაში მონაწილეობენ სამეგრელო-ზემო სვანეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლები, საინიციატივო ჯგუფები და კულტურის სფეროთი დაინტერესებული პირები.