იოჰან სებასტიან ბახის 330 წლის იუბილეს წელს საქართველოც შეუერთდა

იოჰან სებასტიან ბახის 330 წლის იუბილეს წელს საქართველოც შეუერთდა-თბილისში დღეს ბახის იუბილეს აქცია კონცერტით აღნიშნავენ იოჰან სებასტიან ბახის 330 წლის იუბილის აღსანიშნად მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნებში ემზადებიან. მსოფლიოს ყველა კონტიტენტზე,ათობით ქვეყენაში ამ დღეს აქცია-კონცერტით აღნიშნავენ. “ბახი მეტროში” – ასეთი სახელწოდება ექნება აქციას, რომელსაც საკუთარი ისტორია აქვს. 2010 წელს ამერიკელმა ვიოლინჩელისტმა ნიუ-იორკის ერთ-ერთი მეტროსადგურიდან მთელ მსოფლიოს მოუწოდა, ამ დღეს ბახის ნაწარმოებები დაეკრათ. აქცია-კონცერტს, რომელიც 39 ქვეყნის 129 ქალაქში გაიმართება, წელს პირველად, საქართველოც შეუერთდება. “ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეები ბახის ნაწარმოებებს ვაკის მედიათეკაში შეასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები