ტარტუს Zero Theatre-ის დასი სპექტაკლ „მორფს“ წარმოადგენს

22, 27 მარტს, 19:00 საათზე სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში ტარტუს Zero Theatre-ის დასი, მიხეილ ბულგაკოვის მოთხრობის „მორფის“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარმოადგენს, რომელიც ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ ტარტუში გასულ ზაფხულს განახორციელა. ZERO THEATRE-ს დამაარსებელი ცნობილი ესტონელი დრამატურგი, მსახიობი და რეჟისორი კალევ კუდუა.
კალევ კუდუმ 2014 წლის 4 თებერვალს ახმეტელის თეატრში ქართველ მსახიობებთან ერთად სკანდალური ბელორუსი ავტორის პაველ პრიაჟკოს პიესა „ტრუსები“ დადგა. მიხეილ ბულგაკოვის „მორფი“ ZERO თეატრის სარეპერტუარო სპექტაკლია, რომელსაც უკვე ექვსი თვეა ესტონელი მსახიობები წარმატებით თამაშობენ, ხოლო ტარტუს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე A FESTVAL , რომელსაც ქალაქი ტარტუ ოქტომბრის თვეში მასპინძლობდა, ZERO თეატრი სწორედ ირაკლი გოგიას სპექტაკლით „მორფი“ წარდგა. „მორფი“ მეოცე საუკუნის რუსი მწერლის მიხეილ ბულგაკოვის მოთხრობაა, ავტორი ახალგაზრდა ექიმზე მოგვითხრობს, რომელიც თავად ხდება წამალზე დამოკიდებული. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: კარლ ედგარ ტამი, კატრინ კალმა, ენორ ნიინემაგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები