საჰაერო ძალების ხელმძღვანელი ურიდია მოხსნეს – გაიზიარებენ თუ არა მის ბედს სამხედრო ატაშეები, ფოჩხუა და ნაირაშვილი?

საჰაერო  ძალების ხელმძღვანელი  მერაბ ურიდია კადრების განკარგულებაშია.  სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის მოადგილე – ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დარგში, რომლის სახელსაც  წლების განმავლობაში არაერთ  უკანონობას უკავშირებდნენ,  4 თვის განმავლობაში  ძალოვანი უწყების თანამშრომლად კვლავ დარჩება. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ურიდია 2 თვით ხელფასიან, 2 თვით კი,  უხელფასო შვებულებით ისარგებლებს.

673c087767de„ბრძანებას ხელი დღეს მოეწერა,  4 თვის შემდეგ გადაწყდება, სხვა პოზიციაზე გადაიყვანენ მას, თუ საერთოდ გაათავისუფლებენ“, – განუცხადეს „კვირას“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.
უწყებაში ურიდიას შემცვლელის ვინაობას ამ ეტაპზე  არ ასახელებენ. კომენტარს არ აკეთებს უკვე ყოფილი სარდლის მოადგილე. მან  „კვირას“  სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

 აღსანიშნავია, რომ საჰაერო ძალების უკვე ყოფილი ხელმძღვანელი სამხედრო წოდებით პოლკოვნიკია და შეიარაღებულ ძალებში 1990 წლიდან ირიცხება.  2008 წლის ომის პერიოდში ურიდია სამხედრო-საჰაერო ძალების თავდაცვის I ცალკეული საზენიტო-სარაკეტო დივიზიონის მეთაურის პოზიციას იკავებდა, წაგებული ომის შემდეგ კი, სააკაშვილის ხელისუფლებამ ის  არამარტო დააწინაურა,  ”საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკლო სამსახურისათვის” I ხარისხი  მედლითაც დააჯილდოვა.  თუმცა,  ბრალდებების დიდი ნაწილი, რაც  უკვე ყოფილი სარდლის მისამართით წლების განმავლობაში გაისმოდა, სწორედ ამ ომის დროს ჩადენილ დანაშაულებებს ეხება.

„კვირამ“ ამ  თემებზე უკვე  არაერთი სტატია  მოამზადა.  შეიარაღებული ძალების ყოფილი, თუ მოქმედი თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ  ურიდია  ერთ-ერთი იმ პირთაგანი იყო, ვინც საჰაერო ძალების შეგნებულად დაშლას ხელი შეუწყო.

ომის დროს რუსეთის ჯარებისთვის ტექნიკის ჩაბარება, უვარგისი ტექნიკის ჩამოყვანა, თბილისის და სხვა ობიექტების დაუცველობა  და ა.შ. -, ეს იმ ბრალდებების არასრული ჩამონათვალია, რაც საჰაერო ძალების უკვე ყოფილი ხელმძღვანელის სახელს უკავშირდება. „კვირას“ რესპონდენტები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ურიდიასთან ერთად ამ უკანონობაში  სამხედრო ატაშეები: ზურაბ ფოჩხუა (საქართველოს სამხედრო ატაშე უკრაინაში) და დავით ნაირაშვილი (საქართველოს სამხედრო ატაშე დიდ ბრიტანეთში) მონაწილეობდნენ.  თავდაცვის სამინისტროში ისინი ამ დრომდე იკავებენ პოზიციებს.

10167960_924974474214064_2369044192890582213_n„საქმე ეხება 2008 წლამდე პერიოდს, როდესაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო შეიარაღების ინტენსიური შეძენა დაიწყო. ზურაბ ფოჩხუა სააკაშვილის ხელისუფლების დროს კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობდა. მან თავისი უცოდინარობით საქართველოს საჰაერო თავდაცვას  თავი ვერ გაართვა. ბოლოს მან და დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს მოქმედმა სამხედრო ატაშემ  ნაირაშვილმა შეგნებულად დაშალეს საჰაერო ძალები, რათა ნამოქმედარის კვალი წაეშალათ.  უკრაინიდან შეძენილი იყო უხარისხო, მეორადი ტექნიკა, თუმცა მათზე ახალი სრულყოფილი ტექნიკის თანხები იყო გაწერილი. ტექნიკის სახეობების ნუსხა პირადად ზურაბ ფოჩხუამ შეადგინა, იგი ასევე აკონტროლებდა შერჩეულ ტექნიკას და ყველა ოპერაციაში თავადვე იყო ჩართული.

მათ უკრაინიდან იარაღის შესყიდვის დროს ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ. საქმეში ჩართული იყო შესყიდვების სამსახურის იმჟამინდელი უფროსი  მამუკა მუჯირი და სხვა ის პირები, ვისაც უშუალოდ ეხებოდა შესყიდვა. მათ იცოდნენ, რა თანხა სჭირდებოდა მათ შეძენას. საქმეში იყო ასევე მესამე პირი,  რომელმაც იცოდა, სად უნდა გადაყიდულიყო ტექნიკა და რამდენ ფულს დატოვებდა ოპერაცია. საქმის კურსში იყო პრეზიდენტიც. მიხეილ სააკაშვილის გარეშე ეს ოპერაცია ვერ შესრულდებოდა. ქვეყანაში საჰაერო თავდაცვისთვის შემოსატანი ტექნიკის უშუალოდ მიმღები ბატონი ზურაბი იყო. თავდაცვის სამინისტრომ მაშინ შეიძინა “ბუკები”, “კუბი”, “კრუგი”, რომელიც საქართველოში საერთოდ არ შემოსულა. ჩემი ინფორმაციით, “ბუკების” შეძენისთვის მას გაშვებული ჰყავდა პოლკოვნიკი მერაბ ურიდია. საქართველოში შესყიდული ტექნიკა არ ჩამოსულა. აქ მხოლოდ მეხუთე და მეოთხე კატეგორიის  ტექნიკა ჩამოვიდა. ამ სამხედრო მაღალჩინოსნებმა იარაღის  შესყიდვის დროს, ოქრუაშვილთან და კეზერაშვილთან ერთად ძალიან დიდი ფული გაათეთრეს. ყველა მათგანი იმდროინდელ მინისტრებთან იყო შეკრული. ამ პიროვნებებმა მერე ოფშორები მოძებნეს და მაქინაციური გზებით ხალხის ფული ჯიბეში ჩაიდეს“, –  აცხადებს „კვირასთან“ სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი.

1624841_10201601705305947_518308501_nომისდროინდელ მოვლენებს და სამხედრო მაღალჩინოსნების მიერ მაშინ ჩადენილ დანაშაულებებს „კვირასთან“ ფოთში განთავსებული საჰაერო თავდაცვის საზენიტო – სარეკეტო დივიზიონის ყოფილი მეთაური გიორგი ლილუაშვილიც იხსენებს:

„2007 წელს, როდესაც მერაბ ურიდია საჰაერო თავდაცვითი ძალების სამმართველოს უფროსი იყო,  ქართულმა მხარემ უკრაინისგან 35 მილიონი დოლარის ღირებულების სრულიად გამოუსადეგარი ტექნიკა შეიძინა. მე მაშინ პირველი საზენიტო სარაკეტო დივიზიონის მეთაურის მოადგილე ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე, თუ რა შეიარაღება შემოიტანეს. 2007 წელს შექმნილმა კომისიამ, რომლის საქმიანობაში ურიდიაც იყო ჩართული, პირდაპირ რომ ვთქვა, სახელმწიფოს წინაშე დანაშაული ჩაიდინა.

 კომისია,  რომელიც თავის დროზე შეიქმნა და რომელსაც დავალება ჰქონდა მიცემული, უკრაინაში  ჩასულიყო და საბრძოლო ტექნიკის სარაკეტო-საზენიტო სისტემის ბუკის შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულება გაეფორმებინა, უამრავი შეცდომა დაუშვა. დარღვევა შემდეგში მდგომარეობდა: 35 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღება, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, აბსოლუტურად გაუმართავი და მწყობრიდან გამოსული იყო! წარმოიდგინეთ,  ზოგიერთ მათგანში ბალახიც კი იყო ამოსული! ეს მაშინ, როცა ხელშეკრულება ითვალისწინებდა, რომ შემსყიდველ მხარეს გამართული ტექნიკა გადასცემოდა  – ეს მოხდა 2007 წელს, აგვისტოს ომამდე ერთი წლით ადრე.

შეძენილ ტექნიკას უკრაინიდან ჩამოჰყვა  კომისია, რომელსაც, შეთანხმების თანახმად, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, ის  ექსპლუატაციაში უნდა მოეყვანა. ამის  შემდეგ უნდა გაფორმებულიყო მიღება-ჩაბარების აქტი.

2007 წელს შეძენილ სამხედრო ტექნიკას 2008 წლის ომის წინა დღეებამდე ადგილზე არემონტებდნენ.

მაშინ,  მე პირადად  გაოგნებული დავრჩი, რადგან  ტექნიკა, რომელიც ხელშეკრულებით საქართველოში უნდა შემოსულიყო, იყო სულ სხვა, რეალურად კი, საქართველოში მწყობრიდან გამოსული შეიარაღება შემოიტანეს.  როგორც კომისიის წევრებმა მითხრეს, ის  სპეციალური ნაგავსაყრელიდან შეგროვდა,  გადაიღება და ისე წამოვიდა საქართველოში. აქ იყო  სისტემები, რომლებსაც ერთი საათითაც არ უმუშავია საქართველოს საკეთილდღეოდ, დღეს ეს ტექნიკა ე.წ. სარემონტო ბაზაზეა განთავსებული, მხოლოდ საჰაერო მიზნების აღმომჩენ რადიოლოკაციიურ სადგურში რამდენიმე მილიონი დოლარი გადაიხადეს, ეს სადგური მწყობრიდანაა გამოსული. ურიდია ამ გარიგებების თანამონაწილე იყო.

ის  წაგებული ომის შემდეგ,  როლანდ ახალაიას რეკომენდაციით,   საჰაერო ძალების ხელმძღვანელად დაინიშნა. მახსოვს,  სისტემატურად მართავდა ახალაიასთან აუდიენციებს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მინისტრი ჯანელიძე იმ კადრებს, რომლებიც თავდაცვის უწყებაში ყოფილი ხელისუფლების პერიოდიდან დღემდე საპასუხისმგებლო თანამდებობები უკავიათ და მხოლოდ საბოტაჟის სურვილი ამოძრავებთ,  გაათავისუფლებს.
Gურიდიას გადაყენება ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯია, მაგრამ იქ მხოლოდ ურიდია არ არის.  უწყებაში  რჩება, თავის დროზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მიერ დანიშნული გენერალი დავით ნაირაშვილი. ის დღემდე დიდ ბრიტანეთში სამხედრო ატაშეა. ნაირაშვილი ჩანს ე.წ. მუხროვანის ამბოხის სპეცოპერაციის კადრებშიც. ის იყო ერთ-ერთ მფარველი თავდაცვის მაშინდელი სამხედრო-საჰაერო ჯარების სარდლის ზურაბ ფოჩხუასი, ასევე ურიდიასი. ფოჩხუა მონაწილეობდა კორუფციულ გარიგებებში. ის  იყო იმ ჯგუფში, რომელიც უკრაინიდან იარაღის შესყიდვის საქმეში მონაწილეობდა. დღემდე უამრავი კითხვის ნიშნები არსებობს და ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი!“, – აცხადებს  გიორგი ლილუაშვილი „კვირასთან“.

ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროდან ისე წავიდა, რომ,  დაპირების მიუხედავად, „აგვისტოს ომის“ დასკვნა“ არ გამოუქვეყნებია, შესაბამისად,  ამ ფაქტების შესახებ შეფასებებს ჩვენ მხოლოდ იმ პირებისგან ვისმენთ, ვინც 2008 წლის მოვლენებში უშუალოდ მონაწილეობდა.  შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი  სამხედრო მოსამსახურეები კი დღეს არ მალავენ, რომ  ომის დროს, როდესაც სენაკის ბაზა იბომბებოდა,  უწყების მაღალჩინოსნების ბრძანებით,  კარგ მდგომარეობაში მყოფი “ბუკები” რატომღაც  არ გამოიყენეს. გაიცა ბრძანება მათი დატოვების შესახებ, მოგვიანებით კი, ძვირად ღირებული ტექნიკა სენაკის ბაზის ტერიტორიიდან რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა უმტკივნეულოს წაიყვანეს.

Pochkhua იყო თუ არა ეს შექნებული ნაბიჯი და დანაშაული? რატომ არ  განადგურეს “ბუკები” ადგილზე  (თუკი ისინი ტერიტორიიდან ვერ გაჰყავდათ), რათა ის მტერს ხელში არ ჩავარდნოდარატომ არ დაისაჯნენ ის პირები, ვინც მსგავსი ბრძანება გასცმათ შორის სამხედრო საჰაერო ძალების მაშინდელი სარდალი ზურაბ ფოჩხუა?   ეს ის კითხვებია, რასაც  არცთუ უსაფუძვლო და ცნობილ ვერსიასთან მივყავართ – „ომი ყველაფერს ჩამოწერს“.  ეს ვერსია კი, თავის მხრივ, ამართლებს გავრცელებულ მოსაზრებებს, რომ 2008 წლის 5 დღიანი ომი სააკაშვილის ხელისუფლებასსწორედ  იარაღის  შესყიდვებზე ფულის გასათეთრებლად დასჭირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში დაწყებული საკადროწმენდამალე ნაირაშვილსაც და  ფოჩხუასაც შეეხებათ.   „კვირას“  ინფორმაციით,  ეს უკანასკნელი უკრაინაში საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ამ დრომდე აქტიურად ურთიერთობს.

კიდევ ერთი კანონდარღვევა, რაც ურიდიას, ნაირაშვილს და ფოჩხუას უკავშირდება,  ეს კანონით სავალდებულო ქონებრივი დეკლარაციების არ შევსება და ნეპოტიზმის ფაქტებია.

მაგალითად, საჰაერო ძალების უკვე ყოფილი  ხელმძღვანელის მერაბ ურიდიას მეუღლეს – საჰაერო ძალების ბრიგადაში საქმის მწარმოებელის პოზიცია უკავია. ურიდიას ცოლისდას – კოპიტნარში საჰაერო დივიზიონში საიდუმლო სამსახურის უფროსის.  ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნის დაქვემდებარებაში მუშაობდა მისივე ქვისლი -კობა გურგენიძეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები