არჩილ თალაკვაძე 21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ 21 მარტს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ “კომფორტში” შინაგან საქმეთა მინისტრი უსაფრთხოების დაცვასა და შესაძლო ინციდენტების თავიდან არიდებას გულისხმობდა.

“მე ვფიქრობ,  მინისტრმა ძალიან ზუსტად გამოხატა, რა ვალდებულებაც გვაქვს ჩვენ, ამ შემთხვევაში, როგორც სახელმწიფოს და შსს-ს. რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ, ბატონი ვახტანგის სიტყვების განმარტებას ამ ეთერში, მაგრამ ვიტყვი, რომ კომფორტში ის გულისხმობდა იმ კომფორტს, რომელიც, ასე ვთქვათ, დემოკრატიის ჩარჩოებში ჯდება, რასაც დემეოკრატია გვავალდებულებს, რამეთუ ამ შემთხვევაში, ეს არის შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაცვა, გამოხატვის თავისუფლების დაცვა, მონაწილეობის უსაფრთხოების დაცვა მათი ტრანსპორტირების, გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფა და შესაძლო ინციდენტების პრევენცია”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები