საკრებულოში გამოფენა “დამფუძნებელი კრების წევრი ქალები: 1919-1921“ მოეწყო

ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფოიეში გამოფენა ,,დამფუძნებელი კრების წევრი ქალები: 1919-1921“ მოეწყო. ღონისძიებას, სადაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიაში პირველ ქართველ ქალ პოლიტიკოსთა ფოტოები იყო გამოფენილი, თბილისის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და UCAID -ის კავკასიის მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. გიორგი ალიბეგაშვილმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და მანდილოსნებს პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტი ჩართულობისაკენ მოუწოდა. გამოფენა ,,დამფუძვნებელი კრების წევრი ქალები: 1919-1921“, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები