თომა ჩაგელიშვილის ფილმის „სალამი მავთულხლართებიდან“ პრემიერა გაიმართა

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, „კავკასიურმა სახლმა“ თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის „სალამი მავთულხლართებიდან“ პრემიერა გამართა. ფილმი 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებს ასახავს, რომელიც ადამიანურ ისტორიებზე დაყრდნობით არის გადაღებული. ფილმში აღწერილია სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზზე, კერძოდ, სოფლებში ხურვალეთში და დვანში არსებული ვითარება.
„ფილმი გადავიღე რუსეთსა და საქართველოზე, მაგრამ მთავარი მოქმედება სწორედ იქ ხდება, სადაც 2008 წლის კონფლიქტი დღესაც ძალიან ცხელია და ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის, სადაც ადამიანები მძიმე, უკიდურეს მდგომარეობაში ცხოვრობენ. ჩემი მიზანი იყო, როდესაც რუსეთზე და პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, მეჩვენებინა ადამიანები, ვისზეც ყველაზე სავალალოდ და მწარედ აისახა ეს ომი“, – ამბობს ფილმის რეჟისორი თომა ჩაგელიშვილი. ფილმი გადაღებულია „კავკასიური სახლის“ პროექტის „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის“ ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ ფინანსდება. ფილმის ქრონომეტრაჟი 45 წუთია. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები