„გრაკლიანის გორას“ და „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას” ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის წარდგინებით და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „გრაკლიანის გორას“ და „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას” ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ამ თემასთან დაკავშირებით 20 მარტს, 10:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მოეწყობა პრესკონფერენცია, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე გაუძღვებიან. ქვეყნის ორი მნიშვნელოვანი ძეგლისთვის ეროვნული კატეგორიის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო რამდენიმე თვე მუშაობდა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის მიერ, მთავრობის სხდომაზე აღნიშნული ძეგლებისთვის სტატუსის მინიჭების საკითხის წარდგენა, სწორედ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საზოგადოებრივი ინიციატივების საფუძველზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები